„JP მორგანი“ – კრიპტო ვალუტების შემდგომი ზრდა შეზღუდულია

Home » ბიტკოინი » „JP მორგანი“ – კრიპტო ვალუტების შემდგომი ზრდა შეზღუდულია
07/04/2022
„JP მორგანი“ – კრიპტო ვალუტების შემდგომი ზრდა შეზღუდულია

საინვესტიციო ბანკ „JP მორგანის“ შეფასებით, ციფრული ვალუტების ფასებს, ზრდის შეზღუდული პოტენციალი აქვს. ბანკის ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ მთავარი შემზღუდავი ფაქტორი არის ციფრული ვალუტების ბაზარზე, სტეიბლ კოინების წილის კლება.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ინფორმაციით, ციფრული ვალუტების ბაზარზე სტეიბლ კოინების წილმა 10-დან 7 პროცენტამდე დაიკლო. კრიპტო ვალუტების აღნიშნული კატეგორია, სტაბილური ფასებით გამოირჩევა. ისინი განიხილება, როგორც ფიატური ფულის შემცვლელები და მათ ძირითადად, სხვა ციფრული ვალუტების შესაძენად იყენებენ.

ბანკი აღნიშნავს, რომ ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) ზრდის ბოლო ციკლმა, სტარტი მარტის დასაწყისიდან აიღო. და ამის ძრითადი მიზეზი, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომია. გარდა ამისა, ციფრული ვალუტების ფასზე სხვა ძლიერი ფაქტორებიც მოქმედებს.

„რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული სანქციები ქმნის იმის მოლოდინს, რომ მომავალში ციფრულ ვალუტებს, ჩვეულებრივი საბანკო სისტემების გვერდის ავლით, გადარიცხვების შესასრულებლად გამოიყენებენ. ეს ხელსაყრელია, რადგან ასეთი გადარიცხვების მთავრობების მიერ გაკონტროლება დიდწილად შეუძლებელია“, – ნათქვამია „JP მორგანის“ ანალიზში.

მაგრამ ბანკი ასევე თვლის, რომ ციფრული ვალუტების ზრდას ძალა გამოელია და სავარაუდოდ, ამ ზრდის ტრენდი ბოლო სტადიას გადის. ამის ძირითადი ინდიკატორი არის ბაზარზე სტეიბლ კოინების წილის კლება.

გავრცელებული ვარაუდით, სტეიბლ კოინების წილის კლება იმის მანიშნებელია, რომ ციფრული ვალუტების ფასის ზრდის შემდეგ, ინვესტორები მოგების დიდ ნაწილს, სწორედ სტეიბლ კოინებში ანაღდებენ, რომლებიც ბაზარზე მათს შესაძლებლობებს ზრდის. ყიდვისთვის ხელსაყრელი მომენტის (ფასების კლება) დადგომის შემდეგ კი, ამავე სტეიბლ კოინებს, ისევ ბიტკოინის და ალტკოინების შესაძენად იყენებენ.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved