Libra-ს პოზიციები სუსტდება, ბიტკოინი კი მაინც მყარად დგას

Home » სიახლეები » Libra-ს პოზიციები სუსტდება, ბიტკოინი კი მაინც მყარად დგას
24/07/2019
Libra-ს პოზიციები სუსტდება, ბიტკოინი კი მაინც მყარად დგას

მას შემდეგ, რაც Facebook-მა გამოაცხადა, რომ გეგმავდა ახალი კრიპტოვალუტის Libra-ს გამოშვებას, კრიპტოვალუტები მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ამ სფეროს ანალიტიკოსების თქმით, სოციალურ მედია გიგანტს, თავისი 2 მილიარდი მომხმარებლების საშუალებით მარტივად შეუძლია შექმნას გლობალური კრიპტოვალუტა, სწორედ ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ცენტრაური ბანკების, ამერიკის კანონმდებლებისა და თვით ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან. Facebook-ის პროექტმა ასევე დიდი ყურადღება მიიპყრო პარლამენტარებისა და ამერიკის მთავრობის წევრების მხრიდანაც , კონფიდენციალურობისა და რეგულაციების საკითხებთან დაკავშირებით.

„როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის მქონე კომპანია ქმნის საკუთარ ვალუტას, ამ დროს დგება საკითხი მისცემენ თუ არა მას ამის ნებართვას რეგულატორები“ – განაცხადა TIAA Bank-ის პრეზიდენტმა, Chris Gaffney-მა.

„თუმცა ვფიქრობ უფრო დიდი კითხვის წინაშე დგას Facebook-ი: შეძლებს კი ახალი კრიპტოვალუტის გაყიდვას? ვინ იყიდის მას, ვინ გამოიყენს მას?“

Libra პროექტთან დაკავშირებულმა კითხვებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კრიპტოვალუტა ბიტკოინზე, კერძოდ მისი ფასი 17%-ით შემცირდა მიმდინარე თვეში.

სურათის წყარო: coinmarketcap.com

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 9,000-11,000 ნიშნულის ფარგლებში მერყეობს.

ამასთან დამატებით, GTI Vera Band ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს აღმავალ და დაღმავალ ტრენდს, შეიძლება იყოს მანიშნებელი იმისა, რომ ბიტკოინის ფასი კვლავ ავარდება. და, რომ ეს დროებითი „დიფ“ პოზიციაა, როგორც ეს ივნისში მოხდა სანამ მის 2019 წლის უმაღლეს მაჩვენებელს 14,000 დოლარს მიუახლოვდებოდა ბიტკოინი. 


წყარო: https://myc.ge/2Ycohox

Tags:
© 2020 MyCoins.ge all rights reserved