Mastercard-ი ტრანზაქციების ანონიმურობის დასაცავად ახალ პატენტს ითხოვს

Home » სიახლეები » Mastercard-ი ტრანზაქციების ანონიმურობის დასაცავად ახალ პატენტს ითხოვს
10/12/2018
Mastercard-ი ტრანზაქციების ანონიმურობის დასაცავად ახალ პატენტს ითხოვს

Mastercard-ი ტრანზაქციების ანონიმურობის დასაცავად ახალ პატენტს ითხოვს

გადახდების განმახორციელებელმა გიგანტმა Mastercard – მა კრიპტოვალუტების ტრანზაქციების კონფიდენციალურბის შენახვის ახალ გზას მიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო მარკების ოფისის მიერ გამოქვეყნებული საპატენტო განაცხადის თანახმად, Mastercard – მა ტრანზაქციების განხორციელების ახალი სისტემა წარადგინა, რომლის დახმარებითაც გადარიცხვის წარმოშობის წერტილის მონაცემები და გადარიცხული თანხის მოცულობა ბლოკჩეინის სისტემის გავლით ანონიმური იქნება. განმარტების მიხედვით, კრიპტოვალუტის გადარიცხვის დროს სისტემა საჯარო „გასაღებთან“ ურთიერთქმედებისას შუამავალ ანგარიშს გამოიყენებს. შედეგად ტრანზაქციის მონაცემები ინახება, მანამ სანამ ახალი გარიგებისათვის ახალი ციფრული ხელმოწერა გენერირდება კერძო გასაღების გამოყენებით. ამასობაში კი, ახალი ტრანზაქციის მონაცემები, რომელშიც მიმღების მისამართი და თანხის ოდენობაა დაფიქსირებული ანონიმურად აღიწერება სისტემაში. აღნიშნული მეთოდის მიხედვით, მომხმარებლის მიერ განხორციელებული გადარიცხული თანხის მოცულობა და ასევე მის მიერ მიღებული თანხის მოცულობა აისახება იმ მცირე რაოდენობის მისამართებში, რომლებიც ამავდროულად ჩარულები არიან შედარებით დიდი მოცულობის ოპარაციებში და სწორედ აღნიშნულის მეშვეობით სისტემაში გაშვებული მონაცემები უსაფრთხო და დაცულია. თანხის მოცულობები კი თავისმხრივ შესაძლებელია დაიფაროს მრავალჯერადი ტრანსფერებისა და სხვადასხვა მისამართების კომბინაციების მეშვეობით. განაცხადში ასევე ნათქვამია, რომ დღესდღეობით ბლოკჩეინის პლატფორმას მომხმარებლების მზარდი რაოდენობა ემატება, რომლებიც მრავალ კრიპტოვალუტას უყრიან თავს ტრანზაქციების განსახორციელებლად. ზოგადად მომხმარებელთა უმეტესობას ბლოკჩეინის ანონიმურობიდან გამომდინარე, თანხის გადარიცხვისას კრიპტოვალუტების გამოყენება ურჩევნიათ. უფრო კონკრეტულად, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია ბლოკჩეინის სისტემის მიღმა მომხმარებლის იდენტიფიცირება, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ და გადარიცხონ ფულადი სახსრები მაღალი დონის ანონიმურობის შენარჩუნებით. თუმცა, ბლოკჩეინის მთავარი ჩანაწერების უმეტესობა არც თუ ისე ანონიმურია. პატენტზე შეტანილი განაცხადის მიხედვით, ტრანზაქციებისათვის თვალის მიდევნება მაინც შესაძლებელია ბლოკჩეინის სისტების ე.წ. ბუნებიდან გამომდინარე – როგორც მთავარ მონაცემთა ჩანაწერების განხორციელების გარდაუვალი პროცესი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ყველა იმ გარიგების იდენტიფიცირება, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალურ ბლოკჩეინის საფულეთან საჯარო მონაცემების გავლით.

საბოლოო ჯამში მომხმარებლის იდენტიფიცირება შესაძლებელია დაგროვილი და გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, რომელთა გამოაშკარავება მათვე საფულეების მიერ განხორციელებული გადახდების გავლით ხერხდება. თუმცა, ბლოკჩეინის  ტექნოლოგიების ამჟამინდელი კომუნიკაციისა და კომპეტენციის სტრუქტურა, როგორიცაა ბლოკჩეინი, მოითხოვს ტრანზაქციის ამოწურვისა და შეზღუდვის იდენტიფიცირებას, მთავარი მონაცემების შესანარჩუნებლად. ამრიგად, საფულისა და საფულის მფლობელთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის გასაზრდელად საჭიროა გარკვეული ტექნიკური გადაწყვეტილების მოფიქრება. Mastercard – ის მიერ გამოქვეყნებული საპატენტო აპლიკაცია ეხმაურება კონფიდენციალურობის დაცვის მომხრეების პოზიციას (როგორებიცაა zcash – ი და monro), რომელთა ძირითადი მახასიათებლები მოიცავს გზავნილის დანიშნულების ადგილისა და გზავნილის მოცულობის დამალვას. ამასობაში, მაშინ როცა მომხმარებლები ამჯობინებენ ანონიმურობის დაცვას ტრანზაქციების განხორციელებისას, და შესაბამისად ზემოთ ხსენებული მონეტების პოპულარობა საკმარისად იზრდება იმისათვის, რომ სამთავრობო უწყებები, როგორიცაა ა.შ.შ. – ს უსაფრთხოების დეპარტამენტი, დიდი ხანია ეძებენ ე.წ. გასაიდუმლოებული მონეტებისათვის თვალის მიდევნების ახალ მეთოდებს.[1]

 

[1] წყარო: https://www.coindesk.com/mastercard-patent-filing-outlines-way-to-anonymize-crypto-transactions

© 2020 MyCoins.ge all rights reserved