Mastercard-ის მომხმარებლებს 2021 წელს გარკვეულ პლათფორმებზე ციფრული ვალუტით გადახდის შესაძლებლობა ექნებათ. თავად კომპანიას ჯერ არ დაუზუსტებია დეტალები და არც ის, თუ რომელ ციფრულ ვალუტას დაუჭერენ მხარს, მაგრამ, სავარაუდოდ, მსგავსი დეტალები ძალიან მალე გახდება ცნობილი.
აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის CEO-მ, მაიკლ მიბაქმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს სიახლე მაქსიმალურად მორგებული იქნება როგორც მომხმარებლების, ასევე იმ კომპანიების ინტერესებზე, ვინც სიახლის საკუთარ პლათფორმაზე გამოყენებას გადაწყვეტს.
დღეს რამოდენიმე კომპანია უკვე მხარს უჭერს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია გახლავთ “Tesla”, რომელსაც, დიდი ალბათობით, უკვე Mastercard-იც უერთდება.
წყარო: coindesk.com