ტექნოლოგიურმა კომპანია Microsoft-მა გამოაქვეყნა ინფო ახალი ვაკანსიის შესახებ Crypto Business Development-ის დირექტორის პოზიციაზე.
განცხადების თანახმად, კომპანიის AI და “განვითარებადი ტექნოლოგიური ბიზნესის” განვითარების გუნდი ცდილობს შეიმუშაოს თავისი მომავალი Web3-ი სტრატეგია. ამრიგად, კანდიდატის ძირითადი ამოცანა იქნება ამ სტრატეგიის საფუძვლის ფორმირება და საგზაო რუკის შემუშავება.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2022/02/Untitled-10-1-8.gif)
გარდა ამისა, კანდიდატს მოეთხოვება აღმასრულებელი გუნდის კონსულტირება ძირითად ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და ასევე Web 3.0-ის დაგეგმვა და დანერგვა Microsoft-ისთვის, ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების და API-ების შემუშავების ჩათვლით.