MicroStrategy-ს X-ის პროფილი დაჰაკეს

Home » სიახლეები » MicroStrategy-ს X-ის პროფილი დაჰაკეს
26/02/2024
MicroStrategy-ს X-ის პროფილი დაჰაკეს

მაიკლ სეილორის კომპანიის, MicroStrategy-ს X-ის პროფილზე (ყოფილ ტვიტერზე), დღეს ყალბი ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ თითქოს ახალი ქოინი ჩაუშვა. მითითებულ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში კი მომხმარებლები პფიშინგ სქემის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოსტის სიყალბე ადვილად ამოსაცნობი იყო, პფიშინგს მაინც ემსხვერპლა მომხმარებლების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ჯამში 440 000 დოლარის ღირებულების კრიპტო დაკარგეს.

პოსტი მალევე წაიშალა, MicroStrategy-ს კი ჯერ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved