Morgan Creek-ის აღმასრულებელი ინვესტორებს ბიტკოინის ფლობისაკენ მოუწოდებს

Home » სიახლეები » Morgan Creek-ის აღმასრულებელი ინვესტორებს ბიტკოინის ფლობისაკენ მოუწოდებს
27/05/2019
Morgan Creek-ის აღმასრულებელი ინვესტორებს ბიტკოინის ფლობისაკენ მოუწოდებს

CNBC-თან გამართულ ინტერვიუში (22 მაისი) Morgan Creek Capital- ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ განაცხადა, რომ ბიტკოინი (BTC) ყველა ინვესტორის პორტფელის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. მან აღნიშნა, რომ დაახლობით ათ წელიწადში ბიტკოინში განხორციელებული  ინვესტიციები S&P 500 საინვესტიციო ფონდებთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებს. მისი თქმით, ბიტკოინი დივერსიფიკაციის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს, რადგან იგი სხვა აქტივებისადმი დაბალი კორელაციით გამოირჩევა. იუსკომ ასევე გაიხსენა მისი $1 მილიონიანი ე.წ. Buffet Bet 2.0 (სანაძლეო), სადაც Morgan Creek-მა დადო ღია ფსონი, რომ მისი ციფრული აქტივების ინდექსის ფონდი (Digital Asset Index Fund) SPX-ზე უკეთეს შეფეგს დააფიქსირებს 2019 წლიდან 2029 წლის იანვრამდე არსებულ ინტერვალში. თავის მხრივ, ციფრული აქტივების ინდექსის ფონდი ბიტკოინის გარდა მოიცავს ათ ძირითად კრიპტო აქტივს. რაც შეეხება სანაძლეოდან მისაღებ ჯილდოს, მიღებული შემოსავალი გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციებში.

წინა პერიოდში, მარკ იუსკო ბიტკოინის ბაზრის მიმართ განსაკუთრებული ოპტიმიზმით გამოირჩეოდა. მისი პროგნოზით, გარკვეულ პერიოდში ბიტკოინის ფასმა შესაძლოა $400,000 ა.შ.შ. დოლარს მიაღწიოს (თუმცა აღნიშნული პროგნოზი მის სუბიექტურ აზრს წარმოადგენს). ოპტიმისტური პროგნოზის გარდა, მან ასევე ხაზი გაუსვა  საბანკო და საფინანსო ინდუსტრიაზე კრიპტოსავალუტო სისტემის გავლენას. მისი აზრით, კრიპტო ბაზრების განვითარება მთლიანად შეცვლის საბანკო სექტორის მიწოდებისა და მოთხოვნის განრიგებს. ამავდროულად, საერთოდ არ არის გასაკვირი თუ რატომ ეწიააღმდეგებიან კრიტპო ტექნოლოგიების განვითარებას მსოფლიოს მრავალი საბანკო სექტორის წარმომადგენელი, ფინანსისტი და თავად საუდის არაბეთის პრინცები. მისი აზრით, აღნიშნული ტექნოლოგიები მართლაც დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ტრადიციული საბანკო და საფინანსო ინდუსტრიებისათვის.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/morgan-creek-ceo-says-every-investor-should-hold-some-bitcoin

© 2020 MyCoins.ge all rights reserved