Mt. Gox-ის გადარიცხვის შემდეგ ბიტკოინის ფასი შემცირდა

Home » ბიტკოინ ქეში » Mt. Gox-ის გადარიცხვის შემდეგ ბიტკოინის ფასი შემცირდა
29/05/2024
Mt. Gox-ის გადარიცხვის შემდეგ ბიტკოინის ფასი შემცირდა

ბიტკოინის ფასი 1.5%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც Mt. Gox-ის კუთვნილი საფულეებიდან 9 მილიარდი დოლარის ღირებულების BTC (140 000 BTC-ზე მეტი) გაურკვეველ მისამართზე გადაირიცხა. ეს ტრანზაქცია, სავარაუდოდ, კრედიტორებისთვის 31 ოქტომბრამდე გადასახდელ დავალიანებას უკავშირდება. აზიის ბაზრის საათებში მომხდარი გადარიცხვის შედეგები, ევროპული ბაზრის საათებისას გარკვეულწილად დაკომპენსირდა.

შეგახსენებთ, რომ Mt. Gox ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი ბიტკოინის ბირჟა იყო და 2014 წელს დაიხურა. ბაზრის განწყობების საპასუხოდ, დაზარელებული კრედიტორების რეაბილიტაციის ხელმძღვანელმა, ნობუიაკი კობაიაშიმ განაცხადა, რომ არცერთი ბიტკოინი ან BCH არ გაყიდულა და აქტივები უსაფრთხოდ მართეს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved