MyCoins განაგრძობს კრიპტოვალუტების მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობას

Home » სიახლეები » MyCoins განაგრძობს კრიპტოვალუტების მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობას
17/10/2019
MyCoins განაგრძობს კრიპტოვალუტების მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობას

მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტა გლობალურ ბაზარზე შეიჭრა, უამრავი კითხვა გაჩნდა მის ირგვლივ. ადამიანები მსოფლიოს გარშემო დაინტერესებულები არიან, როგორ მოიპოვება ის, რა რისკები არსებობს მისი გამოყენებისას თუ შენახვისას და რეალურად, რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ რეალობაში ახალი ციფრული ვალუტის არსებობას.

სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა ალექს სუდაძემ MyCoins-ისა და Loialte Prof-ის ერთობლივი კურსის ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ, გაერთიანებული საერთო ინტერესით კრიპტოვალუტების გარშემო.

კურსის ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად ენახათ, როგორ იქმნება ვირტუალური ვალუტა და რა ნიუანსებია გასათვალისწინებელი ამა თუ იმ მაინინგის პროცესში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალექს სუდაძემ დამსწრეებს გააცნო სხვადასხვა კრიპტოვალუტის მომგებიანობის დათვლის მეთოდები და მათი ოპტიმალური შერჩევის საშუალებები.

MyCoins.ge კრიპტოვალუტების პირველი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართოს კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდოს, გაყიდოს, შეინახოს ან გააგზავნოს 7 მოთხოვნადი კრიპტოვალუტა: ბიტკოინი, ლაითკოინი, ბიტკოინ ქეში, ეთერიუმი, რიპლი, ეოსი და დეში.

MyCoins-ისთვის ეს არ იყო პირველი ღონისძიება, რომელიც მომხმარებლებისთვის მაღალტექნოლოგიებში არსებული შესაძლებლობების გაცნობას ეძღვნებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტების გარშემო ჩვენი მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება და მსგავს კურსებსა და საინფორმაციო ღონისძიებებს უახლოეს მომავალშიც დავაანონსებთ.

იმისათვის კი, რომ მსგავსი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ გამოგრჩეს, გვემეგობრე ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved