გაცნობებთ, რომ 14 თებერვლიდან MyCoins-ის ანგარიშებთან დაკავშირებით დაიწყო ცვლილებები. მომხმარებლები, რომელთაც აქვთ MyCoins-ის
რამოდენიმე ანგარიში, შეეძლებათ ამ ანგარიშების გაერთიანება მთავარი, ვერიფიცირებული ანგარიშის ქვეშ. აღნიშნული ცვლილებები 14 მარტიდან
გახდება სავალდებულო.
რატომ უნდა გააერთიანოთ ანგარიშები:
✅ თუ თქვენ გაქვთ დავიწყებული ანგარიშები, ანგარიშების გაერთიანების შემდგომ მასზე არსებული თანხები, ავტომატურად გადავა მთავარ ანგარიშზე
✅ ბალანსის გარდა თქვენ მთავარ ანგარიშზე გადავა ამონაწერები და სხვა დოკუმენტები, ანუ მათ უკვე მთავარი ანგარიშებიდან დაინახავთ
✅ ანგარიშების გაერთიანების შემდგომ თქვენ აღარ მოგიწევთ რამოდენიმე ანგარიშის დამახსოვრება და მართვა
✅ ჩვენც გაგვიმარტივდება თქვენთვის საინტერესო პტოდუქტების შემოთავაზება
როგორ უნდა გააერთიანოთ ანგარიშები?
ანგარიშების გასაერთიანებლად, გთხოვთ, სასურველი ვერიფიცირებული ანგარიშით გაიაროთ ავტორიზაცია MyCoins-ის ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში, სადაც დაგხვდებათ ანგარიშების გაერთინების გვერდი მოკლე ინსტრუქციით.
გაიარეთ ავტორიზაცია, მიჰყევით ინსტრუქციას და გააერთიანეთ ანგარიშები