Opera-მ კრიპტოს Apple Pay-ით ყიდვის ფუნქცია დაამატა

Home » სიახლეები » Opera-მ კრიპტოს Apple Pay-ით ყიდვის ფუნქცია დაამატა
20/03/2020
Opera-მ კრიპტოს Apple Pay-ით ყიდვის ფუნქცია დაამატა

ოპერამ კრიპტოვალუტის ყიდვა კიდევ უფრო მარტივი გახადა. ბრაუზერი, რომელმაც პირველმა მოახდინა კრიპტო საფულის ბრაუზერში ინტეგრაცია, ახლა მომხმარებლებს ბიტკოინის და ეთერიუმის ყიდვის შესაძლებლობას ამერიკასა და სკანდინავიის ქვეყნებში უკვე სადებეტო ბარათებით და Apple Pay-ით აძლევს. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების განხორცილებას მხოლოდ 30 წამი დასჭირდება.

Opera-ს კრიპტოვალუტების მიმართულების პროექტების ხელმძღვანელმა, Charles Hamel-მა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იმისთვისაა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

”წარსულში კრიპტოვალუტების მიღება რთული პროცესი იყო, რასაც საათები ან დღეებიც კი სჭირდებოდა. როდესაც ასეთ პროგრესს ვხედავთ, ეს ყველაფერს ცვლის” – დაამატა Charles Hamel-მა.

აღსანიშნავია, რომ Opera ამ სიახლის დანერგვას სხვა ქვეყნებშიც აპირებს, საინტერესოა, მალე მოხვდება თუ არა საქართველო ამ სიაში. ☺

წყარო: https://engt.co/2Qv9Xqm

© 2020 MyCoins.ge all rights reserved