Paypal-ის შეფი: კრიპტოვალუტებს ფინანსური სისტემის რევოლუციონირება შეუძლია

Home » ბიტკოინი » Paypal-ის შეფი: კრიპტოვალუტებს ფინანსური სისტემის რევოლუციონირება შეუძლია
16/03/2022
Paypal-ის შეფი: კრიპტოვალუტებს ფინანსური სისტემის რევოლუციონირება შეუძლია

16 მარტი,

„პეიპალის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დენ შულმანი, ციფრული ვალუტების მომხრეა და პერიოდულად, თავის არგუმენტებს საზოგადოებასაც უზიარებს. ახლახანს, „აქსის ტელ ავივის“ ვიდეო კონფერენციისას, მან ციფრული ვალუტების შესახებ, საკუთარ მოსაზრებებზე ისაუბრა.

ის ფიქრობს, რომ კრიპტო ვალუტებს დიდი მომავალი აქვს და დარწმუნებულია, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ფინანსების სფეროში ბევრ შესაძლებლობას ქმნის. ეს კი სასარგებლ იქნება არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც.

„ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC), სტეიბლ კოინების (სტაბილური მონეტების), ციფრული საფულეების და კრიპტო ვალუტებით გადახდებით მიღებული სარგებლის ერთობლიობა, არამხოლოდ მიმზიდველი ფაქტორია, არამედ ჩემი აზრით, ამას საფინანსო სისტემის სამყაროს საფუძვლიანად შეცვლა შეუძლია“, – ამბობს შულმანი.

ამასთან, ის ამ თვალსაზრისით, ბიტკოინის (BTC) და სხვა ციფრული ვალუტების ფასებს, მთავარ ფაქტორად არ განიხილავს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოიკვლიოს ციფრული ვალუტების გავლენა ფინანსურ სისტემაზე.

„მე ძალიან მაღელვებს ის გარემოება, თუ მომავალში რა გავლენის მოხდენა შეუძლია ციფრულ ვალუტებს და ციფრულ საბუღალტრო აღრიცხვიანობას საფინანსო სისტემაზე. ჩემი აზრით, ნაკლებად საინტერესოა ის ფაქტორები, რაც დღეს მოქმედებს – ამჟამად ყველას აინტერესებს კრიპტოების ფასები, რათა ეს ინფორმაცია სარგებლიანი ყიდვა-გაყიდვისთვის გამოიყენონ. თუმცა ჩემთვის ეს ციფრული ვალუტების ყველაზე ნაკლებად საინტერესო მხარეა“, – დასძენს შულმანი.

„ფეიფალი“ პიტერ თიელის და ილონ მასკის მიერ არის შექმნილი, რომლებიც ცნობილი არიან ციფრული ვალუტებისადმი დადებითი და პრაგმატული დამოკიდბულებით. თავის დროზე, „ფეიფალი“ ონლაინ ფინანსური მომსახურებების სფეროში და გადახდების მოწინავე მეთოდების დანერგვაში დიდი როლი შეასრულა.

„ფეიფალი“ განვითარებას კვლავაც აგრძელებს, რის დასტურადაც, საკუთარ ციფრულ ვალუტას ქმნის. ეს იქნება სტეიბლ კოინი, რომელსაც დიდი ალბათობით, ამერიკულ დოლართან დააკავშირებენ.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved