PayPal-ის კრიპტოსადმი მხარდაჭერამ ბიტკოინის (BTC) ფასი გაზარდა!

Home » ბიტკოინ ქეში » PayPal-ის კრიპტოსადმი მხარდაჭერამ ბიტკოინის (BTC) ფასი გაზარდა!
31/03/2021
PayPal-ის კრიპტოსადმი მხარდაჭერამ ბიტკოინის (BTC) ფასი გაზარდა!

ონლაინ ფულადი ტრანზაქციების გიგანტი – Paypal, სულ მალე კრიპტოვალუტებით გადახდას გახდის შესაძლებელს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა – დენ შჩულმანმა, Reuter-თან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ PayPal-ის გუნდი ამაზე აქტიურად მუშაობს და ოფიციალური განცხადება სულ მალე იქნება გამოქვეყნებული.

PayPal-ის კრიპტო გადახდების წყალობით, მომხმარებელს სასურველი პროდუქტისა თუ სერვისის შეძენა შეეძლება. Tesla-სგან განსხვავებით კრიპტოვალუტით თანხის მიღების შემდეგ, მიღებულ თანხას PayPal-ი შესაბამის ვალუტაში დააკონვერტირებს და ისე ასახავს მიმღების ანგარიშზე.

PayPal კრიპტო Checkout სერვისი ხელმისაწვდომი ყველა იმ 4 კრიპტოვალუტისთვის იქნება, რომელსაც კომპანია მხარს უჭერს – ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითკოინი (LTC) და ბიტკოინ ქეში (BCH). მომხმარებელს სასურველი პროდუქტის ან სერვისის შეძენისას, ერთ ტრანზაქციაში მხოლოდ ერთი ტიპის კრიპტოვალუტის გადაგზავნა შეეძლება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

PayPal-ის სიახლეების პარალელურად, მარკეტზე #1 კრიპტოვალუტის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3% (+$1,790) ზრდა განიცადა და კიდევ განაგრძობს ზრდას. ექსპერტების აზრით, სწორედ ამ ბოლო დროს განვითარებულმა სიახლეებმა იმოქმედა ბიტკოინის (BTC) ფასზე.

დღეს, ისეთი დიდ კომპანიები, როგორებიცაა: PayPal, Tesla, MasterCard, Visa და მრავალი სხვა, უკვე ღიად უჭერენ მხარს კრიპტოვალუტის სამყაროს. მსგავსი პროცესები და სხვა დიდი კომპანიების მხრიდან მიღებული მხარდაჭერა, ექსპერტების აზრით, სწორედ ის ძალა იქნება, რაც ბიტკოინის ფასს 2021 წელს კიდევ უფრო გაზრდის.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved