PayPal კრიპტოსავალუტო ბაზარზე შედის?

Home » სიახლეები » PayPal კრიპტოსავალუტო ბაზარზე შედის?
24/07/2020
PayPal კრიპტოსავალუტო ბაზარზე შედის?

გასულ თვეში, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონლაინ საერთაშორისო გადახდების გიგანტი, PayPal Holdings Inc. კრიპტოსავალუტო ინდუსტრიაში შემოსვლას გეგმავს და მალე კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვის სერვისსაც დაამატებს.

როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია დადასტურდა ახლახანს გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც ნათლად არის აღწერილი PayPal-ის განზრახვა განავითაროს შესაძლებლობები კრიპტოსავალუტო სივრცეში. ფაქტია, საერთაშორისო გიგანტს ამ გეგმის განხორციელება ციფრული აქტივების მხარდამჭერ გადახდების ყველაზე დიდ ტრადიციულ ფინანსურ პლატფორმად აქცევს.

ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად დადებით გავლენას მოახდენს კრიპტოსავალუტო ინდუსტრიაზე, განსაკუთრებით კი კრიპტოვალუტებით ვაჭრობას შეუწყობს ხელს.

ზოგიერთის აზრით, PayPal-ის კრიპტოინდუსტრიაში შესვლა საკმაოდ ძვირი და შრომატევადი პროცესი იქნება. გამყიდველებისთვის მსგავსი გადახდების მიღება რისკის შემცველი შეიძლება გახდეს, ამ რისკის დაზღვევა კი, ჩვეულებრივ, მომხმარებლებს დააწვებათ ტვირთად უფრო მაღალი საფასურითა და ვერიფიკაციის გართულებული პროცედურებით. თუმცა ფაქტია ისიც, რომ PayPal-ს უკვე აქვს თაღლითობის გამოვლენის მკაცრი პრაქტიკა, რაც ამ მხრივ წინააღმდეგობების გადალახვას საიმედოს ხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ PayPal-ის კრიპტოსავალუტო ბაზარზე შესვლა 300 მილიონზე მეტ აქტიური მომხმარებლით შესაძლოა ამ ინდუსტრიისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს და თუნდაც ისეთი იარლიყები, როგორიც სირთულე და მიუწვდომლობაა, კრიპტოსავალუტო ბაზრის შესახებ გავრცელებულ აზრში მალევე შეიცვალოს.

შენ როგორ ფიქრობ, როგორი ეფექტი ექნება PayPal-ის კრიპტოსავალუტო ბაზარზე შესვლას?

წყარო: https://finance.yahoo.com/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved