Purse.io ბრუნდება – Amazon.com-ზე 33%-მდე ფასდაკლებას ისევ მიიღებ?

Home » სიახლეები » Purse.io ბრუნდება – Amazon.com-ზე 33%-მდე ფასდაკლებას ისევ მიიღებ?
15/05/2020
Purse.io ბრუნდება – Amazon.com-ზე 33%-მდე ფასდაკლებას ისევ მიიღებ?

17 აპრილს, Purse.io-სგან კრიპტომოყვარულებმა სევდიანი შეტყობინება მივიღეთ კომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. თუმცა რამდენიმე დღეში, კომპანიის წარმომადგენელმა, Eduardo Gómez-მა საინტერესო განცხადება გააკეთა:

”ჩვენ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის წარმოუდგენელი ტალღა მივიღეთ, რამაც ჩვენს გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა. გამოგვეხმაურა სხვადასხვა კრიპტო კომპანიები, ბიტკოინის დამცველები და კრიპტომოყვარულთა დიდი არმია, რომლებსაც Purse.io-ს შესყიდვა სურდათ”

სოციალურ მედიასა და კრიპტო ფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ მის გადარჩენას Bitcoin.com–ის აღმასრულებელი დირექტორი, Roger Ver შეუწყობს ხელს, არგუმენტად კი მისი ბოლო განცხადება მოჰყავთ:

“Purse ძალიან მნიშვნელოვანია კრიპტო ეკოსისტემისთვის, შესაბამისად მისი შენარჩუნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მე ბევრი ვესაუბრე კომპანიის წარმომადგენლობას, შესაბამისად, სიახლეები მალე იქნება”

როგორც უკვე იცით, Purse.io ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, სადაც სასურველ ნივთზე განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის კრიპტოვალუტით იხდი და Amazon.com-ზე 33%-მდე ფასდაკლებას იღებ.

დეტალურ შეგიძლია ჩვენი ბლოგიდან გაიგო.

საინტერესოა, მოიკრებს თუ არა სრულად ძალებს Purse.io? მაიქოინსი სხვა კრიპტომოყვარულებთან ერთად, მას მთელი გულით ვგულშემატკივრობთ ☺

© 2018 MyCoins.ge all rights reserved