Ripple ამერიკის ბაზარზე ფართოვდება

Home » სიახლეები » Ripple ამერიკის ბაზარზე ფართოვდება
14/02/2024
Ripple ამერიკის ბაზარზე ფართოვდება

მიუხედავად იმისა, რომ Ripple-ის ხელმძღვანელობას ამერიკულ SEC-თან უკვე კარგა ხანია სასამართლო დავა აქვს, კომპანია ყველაზე დიდი ბაზრის დათმობას არ აპირებს. პროცესები SEC-ისთვის არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს, თუმცა, ბოლო ხანებში Ripple ძირითადად მაინც აზიის ბაზარზე იყო კონცენტრირებული.

ამ ფონზე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ Ripple-მა ნიუ იორკის Standard Custody & Trust Co.,-ს შემოერთებაზე შეთანხმებას მიაღწია. ეს უკანასკნელი კრიპტო ტრასტ კოპმანიაა და Ripple-ს ამერიკულ რეგულაციებზე მორგებაში დაეხმარება. გარდა ამისა, Ripple-ს ეძლევა შანსი ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები გააფართოვოს და ფინანსურ ორგანიზაციებს აქტივების ტოკენიზაციის შანსი მისცეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ Ripple-ის XRP-ის ფასი ბოლო კვირაში 6,5%-ით გაიზარდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved