სამსუნგი და ძმები Winksvoss-ების მიერ დაარსებული კრიპტოსავალუტო პლატფორმა Gemini ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება უფრო მარტივად ივაჭრონ კრიპტოებით და შეინახონ ციფრული აქტივები მობილური ტელეფონებში.
Gemini პირველი კრიპტობირჟაა, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკელ და კანადელ მომხმარებლებს, სამსუნგის ბლოკჩეინ საფულის აპლიკაციაში ნახონ თავიანთი კრიპტო ბალანსი. კრიპტომოყვარულები, რომლებსაც ვაჭრობა სურთ, Gemini-ის აპლიკაციაში გადამისამართდებიან, თუმცა თავიდან არ მოუწევთ ავტორიზაციის გავლა იმისათვის, რომ განახორციელონ ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები.
”ეს არის ორი აპლიკაციის სრული ინტეგრაცია, რომელიც ძალიან გამჭვირვალე და მარტივი გამოსაყენებელია”, – აღნიშნა Jeanine Hightower-Sellitto-მ, Gemini-ის ოპერაციების მმართველმა დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ სამსუნგის ტელეფონებს სმარტფონების გლობალურ ბაზარზე 18%-იანი წილი აქვთ. ეს მხარდაჭერა კი Samsung Galaxy S20 სერიისა და Galaxy Z Flip სამრტფონებს ექნებათ.
საინტერესოა, რამდენად გაუმარტივებს ცხოვრებას სამსუნგის მომხმარებელ კრიპტომოყვარულებს ეს ახალი პარტნიორობა.
მეტი: https://bloom.bg/3dd1P70