Saudi British Bank-მა(SABB) გამოაცხადა, რომ გამოიყენებს Ripple-ს ტექნოლოგიას, რათა საკუთარ კორპორატიულ კლიენტებს დოლარში გადახდის გამართული და მათთვის მოსახერხებელი საშუალება შესთავაზოს.
2019 წელს Ripple-მა , Saudi British Bank-ს ინდოეთში და შრი-ლანკაში ფულადი გზავნილების განხორციელების შესაძლებლობა მისცა.
Brooks Entwistle, Ripple-დან ამტკიცებს, რომ პარტნიორობის გაფართოება სარგებელიანი იქნება რეგიონის კორპორაციებისა და მომხმარებლებისათვის.
გასულ თვეში, Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა განაცხადა,რომ კომპანიის ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი ახლო აღმოსავლეთი გახდა.
გარდა ამისა, SABB გახდა ერთ-ერთი პირველი საბანკო ინსტიტუტი, რომელიც შეუერთდა RippleNet-ის ქსელს. ბანკმა დაიწყო Ripple-ის ტრანსსასაზღვრო გადახდის სერვისის გამოყენება ინდური რუპიის გამოყენებით 2018 წლის დეკემბერში, იმავე წლის დასაწყისში კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების კვალდაკვალ.