SEC სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს

Home » სიახლეები » SEC სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს
16/10/2023
SEC სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს

ალბათ, გახსოვთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, კოლუმბიის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ SEC-ს არ ჰქონდა უფლება Grayscale-ის ბიტკოინთან დაკავშირებული ETF ჩაეგდო. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრიპტო ინდუსტრია მსგავსი პროდუქტის გამოშვებას (ETF) ლამის მთელი ათწლეულია ცდილობს, მივხვდებით რა მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება.

რამდენიმე დღის წინ, გაირკვა, რომ SEC ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, ბიტკოინმა წინა კვირაში განცდილი ზარალი მთლიანად დააბალანსა და დღეს, აზიის ვაჭრობის საათებში 4%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები ETF-ის პოტენციალს იმედიანად უყურებენ. იქნება თუ არა, ბიტკოინთან დაკავშირებული ETF-ის გამოშვების უფლება Bullrun-ის დასაწყისი, ამას ცოტა ხანში გავიგებთ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved