SEC გადაწყვეტილებების მიღებას აგვიანებს

Home » სიახლეები » SEC გადაწყვეტილებების მიღებას აგვიანებს
16/11/2023
SEC გადაწყვეტილებების მიღებას აგვიანებს

ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) Hashdax-ს შეტანილ განაცხადზე გადაწყვეტილებას ჯერ არ აქვეყნებს. Hashdax-ის განცხადების მიხედვით, კომპანიას სურს თავისი ბიტკოინის ფიუჩერს ETF გარდაქმნას spot-ად. კომისია აგვიანებს პასუხს Grayscale-ის განაცხადზეც, რომლითაც კომპანია ეთერის ETF-ის შემუშავებაზე ითხოვს ნებართვას. პასუხის გაცემისთვის დაწესებული ვადა SEC-მა 17 ნოემბერიდან ჯერ-ჯერობით განუსაზღვრელად გადაავადა.

Hashdex -მა და Grayscale-მა განცხადებები სექტემბერში შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ წელს 12-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო იგივე გადაწყვეტილება და ETF პროდუქტის შემუშავებასთან დაკავშირებული მოთხვონებით SEC-ს მიმართა. თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, გადაწყვეტილებები ან უარყოფითია ან მათი გამოქვეყნდება ჯანჯლდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved