SEC-ის გენსლერი ბიტკოინს და ეთერიუმს ფასიან ქაღალდებად არ მოიხსენიებს

Home » ბიტკოინ ქეში » SEC-ის გენსლერი ბიტკოინს და ეთერიუმს ფასიან ქაღალდებად არ მოიხსენიებს
13/06/2023
SEC-ის გენსლერი ბიტკოინს და ეთერიუმს ფასიან ქაღალდებად არ მოიხსენიებს

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო
გაცვლების კომისიამ (SEC) და მისმა შეფმა გერი გენსლერმა, ათეულობით
კრიპტო ვალუტას, მათ შორის, კაპიტალიზაციით ტოპ ოცეულში შემავალ
კრიპტოებს ომი გამოუცხადა (ფასიან ქაღალდებად და კანონის შეუსაბამოდ
მოიხსენია), ინტერნეტით გავრცელდა ძველი ვიდეო (მაშინ ის SEC-ის)
თავმჯდომარე არ იყო), რომელშიც ის ამბობს, რომ ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (ETH)
ფასიანი ქაღალდები არაა.
ტვიტერის არაერთ ანგარიშზე თითქმის ერთდროულად გავრცელდა აღნიშნული
ვიდეო, რომელიც 2018 წელს არის ჩაწერილი. მაშინ ის ბლუმბერგის გადაცემაში
მონაწილეობდა. ამ ვიდეოში გენსლერი ამბობს: „კრიპტო ბაზრის 70 პროცენტზე
მეტი ბიტკოინზე, ეთერზე, ლაიტკოინზე, ბიტკოინ ქეშზე მოდის. რატომ
დავასახელე ეს ოთხი? იმიტომ, რომ ისინი ფასიანი ქაღალდები არაა
“.
იმ დროისთვის, გენსლერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის
პროფესორი იყო. SEC-ის თავმჯდომარე კი გადაცემის ჩაწერიდან, ერთი წლის
შემდეგ გახდა.
დღეს ის აცხადებს, რომ ბიტკოინის გარდა, ყველა კრიპტო ვალუტა ფასიანი
ქაღალდებია. SEC-მა კონკრეტულად 68 კრიპტო ვალუტა მიაკუთვნა ფასიანი
ქაღალდების კლასიფიკაციას. თუმცა 2018 წლის ვიდეოში დასახელებული ოთხი
ვალუტიდან, ამ სიაში არცერთი შეუტანიათ.
აპრილში, კონგრესის წინაშე წარდგომისას, გენსლერს კითხვა დაუსვეს იმაზე,
მიაკუთვნებს თუ არა ეთერიუმს ფასიანი ქაღალდის კლასიფიკაციას, რაზე
პირდაპირ პასუხსაც თავი აარიდა.
ბოლო დროს, გენსლერის მონაწილეობით, არაერთი ძველი ვიდეოჩანაწერი
გავრცელდა, რომლებშიც ის კრიპტო ვალუტებზე არაერთგვაროვან შეფასებებს
იძლევა. მაგალითად, 2019 წელს მან განაცხადა, რომ ალგორანდი „დიდებული
ტექნოლოგიაა“. მალე კი კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „ბიტტრექსს“ უჩივლა და
ამის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა, რომ ამ პლატფორმის ლისტინგში არსებული
ალგო ფასიანი ქაღალდია. მაშინ კრიპტო სივრცეში მას მეტსახელად ჰიპოკრიტე
უწოდეს.
აპრილში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გენსლერი სტუდენტებს ლექციას
უკითხავს და ამბობს, რომ კრიპტო ვალუტების სამი მეოთხედი, „ფასიანი
ქაღალდი“ არაა. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ კრიპტო ვალუტები „საქონელი,
ნაღდი ფული და კრიპტო ვალუტებია“. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ამერიკელმა
კანონმდებელმა შეიმუშავა კანონპროექტი, რისი მიზანიც, გენსლერის გადაყენება
იყო იმ საბაბით, რომ ის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved