წუხელ კრიპტოსამყაროში მოვლენები სწრაფად განვითარდა – SEC-ის X (ყოფილი ტვიტერი) პროფილზე გამოჩნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელმა ორგანომ ETF პროდუქტი დაამტკიცა. შედეგად, ბიტკოინის ფასი 46,800$- დან 47,680$ -მდე ავარდა. თუმცა, ტვიტი მალევე წაიშალა და SEC-მა განაცხადა, რომ პროფილი ჰაკერებმა ჩაიგდეს ხელში და ყალბი ცნობა გაავრცელეს. მათივე განმარტებით, SEC-ს ჯერ-ჯერობით ETF პროდუქტების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
რამდენიმე წუთის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა 90 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის ლიკვიდაცია გამოიწვია, ერთი BTC-ის ფასი კი სწრაფად ჩამოვარდა დაახლოებით 45,000 $-მდე. ინვესტორები SEC-ს ბაზრის მანიპულაციაში ადანაშაულებენ.
როგორც უკვე კარგად იცით, ოქტომბრიდან მოყოლებული, კრიპტობაზრის ზრდას სწორედ spot ETF პროდუქტის მოლოდინი განაპირობებს.