ბევრი ცრუ ინფორმაციის, ტვიტერის დაჰაკვისა და კრიპტო ბაზრის ტრადიციული მერყეობის შემდეგ, SEC-მა (აშშ-ს ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ) ETF როგორც იქნა, დაამტკიცა.
ETF-ის, იგივე ბიტკოინის სავაჭრო პროდუქტების პაკეტის დამტკიცებას ექსპერტები რამდენიმე თვეა ელიან და ფიქრობენ, რომ ეს კრიპტოში ინვესტიციებს საგრძნობლად გაზრდის. ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა, ბიტკოინი, SEC-ის მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა. შედეგად, BTC-ის ფასი უკვე აღმავალია.
ETF პროდუქტზე დასტური მიიღო 11-მა კოპმანიამ, მათ შორის BlackRock-მა, Fidelity-იმ და Grayscale-მა. სწორედ ამ ძლიერი კონკურენციითაა განაპირობებული ისიც, რომ ETF ინვესტიციების მოსაზიდად, მათ საკომისიოები შეამცირეს.
კრიპტოსამყაროში ახალი ერა დაიწყო.