SEC-მა Ripple-ის ლიდერების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გააუქმა

Home » რიპლი » SEC-მა Ripple-ის ლიდერების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გააუქმა
20/10/2023
SEC-მა Ripple-ის ლიდერების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გააუქმა

შეგახსენებთ, რომ SEC ფინტექ კომპანია Ripple-თან ერთად, მის CEO-ს, ბრედ გარლინგჰაუსსა და კომპანიის აღმასრულებელ თავმჯდომარეს, კრის ლარსენსსაც უჩიოდა. SEC მათ XPR-ში გადარიცხვებისას ფედერალური აქციების კანონის დარღვევას ედავებოდა, თუმცა, დღეს გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, SEC-მა კომპანიის ლიდერების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოიტანა. თუმცა, კომპანია Ripple-ის წინააღმდეგ დავა გრძელდება.

მოვლენების Ripple-ის სასიკეთოდ განვითარებამ, ბუნებრივია XPR-ის ნახტომისებრი ზრდა გამოიწვია და ერთ დღეში მისმა ფასმა 6,7%-ით მოიმატა. ბოლო სამი თვის განმავლობაში, ეს XPR-ის საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესები Ripple Lab-ის გარშემო უკვე 3 წელია მიმდინარეობს და მაშინაც, კი როცა ბაზარზე კრიპტოვალუტებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, XPR-ს ეს გარემოება მნიშვნელოვნად აფერხებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved