SOL ზრდას აგრძელებს

Home » სიახლეები » SOL ზრდას აგრძელებს
25/12/2023
SOL ზრდას აგრძელებს

სოლანას ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტოკენი, SOL საკმაოდ მოულოდნელად, ზრდას აგრძელებს და შაბათს 100$-იანი ნიშნულიც გადალახა. SOL-ს Terra-ს კოლაფსის შემდგეგ მსგავსი მაჩვენებელი აქამდე არ ჰქონია, მხოლოდ დეკემბერში, ტოკენს 70%-იანი ზრდა აქვს.

Solana-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული კონვერტაციები Uniswap-ის მულტიმილიარდ დოლარიან მოცულობას აღწევს, თუმცა აღსანიშანვია, რომ ამჟამად სოლანას დატვირთვა ძირითადად meme ქოინებისგან აქვს. meme ქოინების გარდა, სოლანაზე აქტივობას ისიც განაპირობებს, რომ შექმნილი აჟიოტაჟის გამო, კრიპტომოვაჭრეები პროდუქტის ინფრასტრუქტურას აქტიურად ტესტავენ.

შეგახსენებთ, რომ სოლანა smart კონტრაქტების პლატფორმაა, რომელიც სწრაფ და იაფ კრიპტო-გადარიცხვებს უზრუნველყოფს. მისი ალტერნატივა ეთერიუმია, რომელიც სოლანას აღმასვლის მიუხედავად, ჯერ მაინც უფრო პოპულარულია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved