Solana-ს უპრეცენდენტო ზრდის შედეგად, XRP (ხალხში ცნობილი, როგორც Ripple) სიდიდით მეხუთე კრიპტოვალუტა აღარაა – მისი ადგილი Solana-მ დაიკავა. CoinMarketCap-ის მონაცემებით, Solana-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $33.7 მილიარდს მიაღწია.
FTX-ის ამბების შემდგომი ზეწოლისგან Solana მთლიანად გათავისუფლდა და ახლანდელი ზრდა კრიპტო-ენთუზიასტების აზრით მზარდ DeFi ეკოსისტემასა და meme კოინების აღმასვლას უკავშირდება. Solana-ზე დეცენტრალიზებული ვაჭრობის მოცულობა გაზრდილია, Orca-ს მონაცემებით, 15 დეკემბერს ამ მოცულობამ $746-ს მიაღწია. აქტივობის დიდი ნაწილი meme კოინებზე მოდის (ისეთებზე, როგორიცაა Bonk, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ამასობაში 1.2 მილიონია).
იმ ადამიანების ჯგუფი, რომელიც მორიგ meme კოინს ეძებს, ინვესტიციის უცებ გაზრდისთვის, ძირითადად Solana-ს ყიდულობს, რათა შემდეგ ის სასურველ meme კოინში გადაცვალონ. და ყოველ ჯერზე, როცა meme კოინს ისევ Solana-ზე ცვლიან, ყიდვის დიდ ტალღას იწვევენ.