Swissblock-ის პროგნოზით, ბიტკოინის ფასი 58 000$-მდე დაიკლებს

Home » ბიტკოინი » Swissblock-ის პროგნოზით, ბიტკოინის ფასი 58 000$-მდე დაიკლებს
15/03/2024
Swissblock-ის პროგნოზით, ბიტკოინის ფასი 58 000$-მდე დაიკლებს

მიუხედავად მისა, რომ ბიტკოინი თებერვალში არნახულად გაიზარდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ საკუთარი “რეკორდი” გააუმჯობესა, ზოგიერთი ანალიტიკოსი პირველი კრიპტოვალუტის 20%-იან ვარდნას წინასწარმეტყველებს.

ბიტკოინი 2024 წლის იანვრიდან მნიშვნელოვანი “ჩავარდნების” გარეშე იზრდება. თუმცა, Swissblock-ის ანალიტიკოსების აზრით, ასე დიდხანს არ გაგრძელდება – “არცერთი ზრდა არაა სწორხაზოვანი, უკუმოძრაობა ახლოსაა”. ანალიტიკოსების ეს პროგნოზი გამოწვეულია RSI ინდექსისა და ბიტკოინის ფასს შორის ნეგატიური სხვაობით. RSI ის ინდიკატორია, რომელიც აქტივის ფასის ცვლილების ზომასა და სიჩქარეს ითვლის.

Swissblock-ის ანალიტიკოსების აზრით, ე.წ “უკანსვლა” რამდენიმე დღეში დაიწყება. თუმცა, მათივე აზრით, ფართო მასშტაბში, ეს დრამატული კორექცია გარკვეული, მოკლე პერიოდი გაგრძელდება, რის შემდეგაც ბიტკოინი ახალ სიმაღლეებს დაიპყრობს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved