ჩვენ უკვე მოგიყევით ტელეგრამის სატესტო კრიპტო GRAM-ზე, რომელიც ტელეგრამმა გარკვეული პერიოდის წინ დააანონსა. სამწუხაროდ, პლატფორმის დამფუძნებელმა, Pavel Durov-მა დაადასტურა, რომ ამ კრიპტოს გაშვებასთან დაკავშირებული პროექტი TON, რომელზეც რამდენიმე წელი მუშაობდნენ, დღის სინათლეს ვეღარ იხილავს.
,,ჩვენ შევქმენით ტექნოლოგია, რომელიც ფასეულობების და იდეების ღია, უფასო და დეცენტრალიზებული გაცვლის საშუალებას იძლეოდა. TON–ს შეეძლო რევოლუცია მოეხდინა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს სახსრებისა და ინფორმაციის განაწილება, ”- წერს იგი თავის ტელეგრამის არხზე. ”სამწუხაროდ, აშშ-ს სასამართლომ შეაჩერა TON-ის პოტენციური რევოლუცია.”
ნიუ-იორკის სამხრეთ საოლქო სასამართლომ განაცხადა, რომ GRAM ვერ დაიშვება შეერთებულ შტატებში. მოსამართლემ დაადგინა, რომ აშშ-ს მოქალაქეებმა მისი გაშვების შემდეგ შესაძლოა იპოვონ რაიმე გზა, TON პლატფორმაზე შესასვლელად, ასე რომ, პლატფორმა საერთოდ არ იქნება ნებადართული. მსგავსი შეზღუდვით კი რთულია პროექტისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.
ტელეგრამმა უკვე ოფიციალურად თქვა უარი TON-ზე და დასძინა, რომ ტელეგრამის არც ერთ თანამშრომელს კავშირში აღარ ექნება ამ პროექტთან, ხოლო ნებიმიერ მსგავს ტექნოლოგიაზე, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში გამოჩნდეს, Telegram-ი პასუხისმგებლობას არ იღებს.
Forbes.com-ზე დაყრდნობით