Tether(USDT) უკვე MyCoins-ზეა! რა უნდა იცოდე?

Home » ბლოგი » მიმოხილვა » Tether(USDT) უკვე MyCoins-ზეა! რა უნდა იცოდე?
12/03/2021
Tether(USDT) უკვე MyCoins-ზეა! რა უნდა იცოდე?

Tether(USDT) არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა, რომლის კრიპტოების ცირკულაციასაც, მათი თქმით, ზურგს სწორედ ისეთი ტრადიციული ვალუტები უმაგრებენ, როგორებიცაა დოლარი(USD), ევრო(EUR) და იაპონური იენი(JPY).

Tether(USDT) მიეკუთვნება ახალი სახეობის კრიპტოვალუტების სერიას, რომელსაც „Stablecoins“ ეწოდებათ. ამ ახალი კრიპტოვალუტების სახეობის მთავარი მიზანი კი მყარი და სტაბილური კრიპტოვალუტების შექმნაა. განსხვავებით სხვა კრიპტოვალუტებისა, როგორიცაა ბიტკოინი(BTC), ეთერიუმი(ETH) და სხვა მრავალი ქოინი, Tether(USDT)-ის ღირებულება გაცილებით სტაბილური და მყარია. მსგავსი მაჩვენებლები კი ამ კრიპტოვალუტას იდეალურს ხდის თანხის შესანახად და სხვადასხვა ტრანზაქციების განსახორციელებლად.

ექსპერტების თქმით, თავად Tether(USDT)-ის ღირებულებამ მომავალი 1 წლის განმავლობაში შესაძლოა $0.999 და $1.020-ს შორის იმერყეოს, რაც ნიშნავს რომ თანხის მოგების პროცენტულობა, 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით +2.14% იქნება. კრიპტომოყვარულები ფიქრობენ, რომ Tether(USDT)-ის ღირებულება უახლოეს მომავალში $1.039-საც მიაღწევს.

MyCoins-ის კრიპტომოყვარულებს, Tether(USDT)-ს ყიდვა/გაყიდვა, გაგზავნა და მიღება უკვე MyCoins-ის განახლებულ ვებგვერდზე შეუძლიათ!

© 2020 MyCoins.ge all rights reserved