“TradFi კრიპტოს მასშტაბს სათანადოდ ვერ აფასებს” – Franklin Templeton

Home » სიახლეები » “TradFi კრიპტოს მასშტაბს სათანადოდ ვერ აფასებს” – Franklin Templeton
22/08/2024
“TradFi კრიპტოს მასშტაბს სათანადოდ ვერ აფასებს” – Franklin Templeton

სამშაბათს, უაიომინგის ბლოკჩეინის სიმპოზიუმზე, Franklin Templeton-ის CEO-მ, ჯენი ჯონსონმა, გაოცება გამოხატა იმის შესახებ, თუ რამდენად ცოტა იციან ტრადიციულმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა ბიტკოინის მასშტაბზე. ჯონსონი აქტივების მართვის გიგანტს 2020 წლიდან ხელმძღვანელობს და მას ციფრული აქტივების მიმართულებით ავითარებს. “ჩემთვის სიგიჟეა, რომ ტრადიციულმა სექტორმა არ იცის (ბიტკოინის) მოცულობისა და თანხის რაოდენობის შესახებ” – აღნიშნა ჯონსონმა.

2023 წელს ბიტკოინის ბლოკჩეინმა 36.6 ტრილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები დაამუშავა, ხოლო MasterCard-მა და Visa-მ, შესაბამისად 9 და 14,8 ტრილიონი დოლარი. აღსანიშნავია, რომ არც MasterCard და არც Visa კრიპტოს არ აიგნორებს – გასულ წლებში ორივე კომპანიამ სცადა თავიანთ ქსელებში კრიპტო გადახდების ინტეგრირება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved