9 ოქტომბრიდან Unicef-ს შემოწირულობების მიღება კრიპტოვალუტების, კონკრეტულად კი ბიტკოინისა და ეთერიუმის სახითაც შეეძლება.
❝ თუ ციფრულ ეკონომიკას და ვალუტას აქვს პოტენციალი, რომ წვლილი შეიტანოს მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც აღმოვაჩინოთ და დროულად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც ის გვთავაზობს.
Unicef-ის აღმასრულებელი დირექტორი, Henrietta Fore
პირველი შემოწირულობები Unicef-ში ,,ეთერიუმის ფონდი”-დან იქნება. მისი წარმომადგენლობის განცხადებით, ,,ეთერიუმის ფონდი”-სთვის მნიშვნელოვანია ეთერიუმისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესაძლებლობების დემონსტრირების შესაძლებლობის ქონა. მათი მიზანია, დღითიდღე უფრო მეტი წვლილი შეიტანონ მომავალი თაობების ცხოვრების გაუმჯობესებაში.
❝ ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ,,ეთერიუმის პლატფორმის” განვითარებას და ერთად შევქმნათ საზოგადოება, რომელიც გარკვეულ ბენეფიტებს მიიღებს უმაღლესი ტექნოლოგიების სფეროდან. ჩვენ გვჯერა, რომ Unicef-თან ერთად ამ კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ.
,,ეთერიუმის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი, Aya Miyaguchi
აღსანიშნავია, რომ Unicef გაერთიანებული ერების პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც მსგავსი პროექტი გაუშვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ინიციატივის გაჟღერებიდან უმოკლეს დროში მათ უკვე 100 ეთერიუმი (რაც დაახლოებით $18 000-ია) მიიღეს შემოწირულობის სახით.
წყარო: https://myc.ge/2AXpoPT