VanEck-ის კრიპტო გემგები ევროპაში

Home » სიახლეები » VanEck-ის კრიპტო გემგები ევროპაში
05/03/2024
VanEck-ის კრიპტო გემგები ევროპაში

69 წლიანი ისტორიის მქონე, აქტივების მმართველი კომპანია VanEck, ცნობილია სიახლეებისადმი მაღალი მიმღებლობით. კომპანია მომხმარებელს პირველი სთავაზობს ახალი ტიპის აქტივებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. შეგახსენებთ, რომ VanEck-ს აქვს ბიტკოინის ETF პროდუქტიც.

Coindesk-ის ინფორმაციით, VanEck-ის ევროპული ნაწილის CEO, მარტინ როზმულერი აღნიშნავს, რომ ამჟამად, მათი შემოსავლების 10%-ს კრიპტო განაპირობებს, დანარჩენს კი ტრადიციული აქტივები. თუმცა, როზმულერის პროგნოზით, მალე ბალანსი შეიცვლება და კრიპტოსა და ტრადიციულ აქტივებს შორის 50/50-ზე გადანაწილდება.

VanEck -ის ევროპული ფილიალის CEO-ს განცხადებით, ინვესტირების ტიპი მალე შეიცვლება, და მოკლევადიანი მოგებების ნაცვლად გრძელვადიან პერსპექტივებზე გამახვილდება ყურადღება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved