Western Union რიპლს (XRP) საერთაშორისო გადახდებისთვის ამზადებს

Home » სიახლეები » Western Union რიპლს (XRP) საერთაშორისო გადახდებისთვის ამზადებს
16/04/2020
Western Union რიპლს (XRP) საერთაშორისო გადახდებისთვის ამზადებს

Western Union კრიპტოვალუტების პოტენციალის აღმოჩენას აგრძელებს და ამჯერად ციფრული აქტივის, XRP-ის ტესტირებას იწყებს.

Credit Suisse-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ფულადი გზავნილების გიგანტი იკვლევს, შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ტრანზაქციის სიჩქარის გაზრდა და საერთაშორისო გადასახადების შემცირება.

გასული წლის ივნისში, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, Hikmet Ersek–მა განაცხადა, რომ როგორც მათმა ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, XRP გამოყენება ხუთჯერ უფრო ძვირია, ვიდრე Western Union– ის შიდა სისტემის გამოყენება.

2019 წლის თებერვალში კი კომპანიის Asia Pacific-ის გენერალურმა მენეჯერმა, Molly Shea აღნიშნა, რომ კომპანიაც სტრატეგიულად მნიშვნელოვნად თვლის დაიწყოს კრიპტო აქტივების გამოყენება, თუ კრიპტოვალუტები საერთაშორისო გადახდების მომდევნო ტალღაა.

,,თუ კრიპტოვალუტები ყოველდღიურობა გახდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. აუცილებელია, რომ ყველაფერი გქვონდეს ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ მუდმივად უნდა ვიკვლევდეთ მომხმარებლის საჭიროებებს, რათა ყოველ ეტაპზე შევძლოთ მათთვის შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება. “- აღნიშნეს Western Union-ში.

წყარო: https://bit.ly/3afott8

© 2020 MyCoins.ge all rights reserved