Zoom-ის მომხმარებლები კრიპტოვალუტების გამომუშავებას შეძლებენ

Home » სიახლეები » Zoom-ის მომხმარებლები კრიპტოვალუტების გამომუშავებას შეძლებენ
24/04/2020
Zoom-ის მომხმარებლები კრიპტოვალუტების გამომუშავებას შეძლებენ

Zoom–მა, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიამ, ეთერიუმის პლატფორმაზე შექმნილ აპლიკაციასთან, SmartSessions-თან ინტეგრირება გადაწყვიტა, რაც მომხმარებლებს ონლაინ კონფერენციებისთვის კრიპტოვალუტებით გადახდების საშუალებას მისცემს.

გასაკვირი არაა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ინდუსტრია ონლაინ კონფერენციებზე დიდ მოთხოვნილებას ხედავს და კომპანიებიც ამ პროცესების დახვეწას და გამარტივებას უფრო და უფრო ცდილობენ.

ახალი ფუნქცია, ვიდეო კონფერენციების ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს თავიანთი კონფერენციებისთვის შემოსავალი კრიპტოვალუტებით მიიღონ. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტით გადახდების მიღება ეფექტურია, რადგან ის არ მოითხოვს სხვადასხვა შუამავალი ბანკის საკომისიოებს და უფრო მეტიც, ორგანიზატორებსა და მომხმარებლებს შეეძლებათ თანხის სწრაფად გადარიცხვა, ვალუტის სხვაობაზე ფიქრის გარეშე, რაც საერთაშორისო ონლაინ შეხვედრებს კიდევ უფრო წაახალისებს.

პლატფორმა ორგანიზატორებს ასევე სთავაზობს, რომ შექმნან რეფერალ პროგრამები, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები კონფერენციების ბმულებს მეგობრებს გაუზიარებენ და ამით თავადაც გამოიმუშავებენ კრიპტოვალუტებს.

როგორც კომპანიამ განმარტა, მომხმარებლები პროგრამით ციფრული ვალუტის პირდაპირ შეძენას საკრედიტო ბარათის გამოყენებითაც შეძლებენ, რასაც 17 ტრადიციული ვალუტის მხარდაჭერა ექნება და რაც მთავარია, ყველანაირი გადახდა, Ethereum-ის ჭკვიანი კონტრაქტების პრინციპით განხორციელდება.

საინტერესოა, როგორ განვითარდება Zoom-ისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეგობრობა.

შენც გსურს გამოიმუშაო უფასო კრიპტოები?

წყარო: cryptopolitan.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved