ანალიტიკოსები BTC-სა და ETH-ს ფასების ზრდასა და მომატებულ მერყეობას აანონსებენ

Home » სიახლეები » ანალიტიკოსები BTC-სა და ETH-ს ფასების ზრდასა და მომატებულ მერყეობას აანონსებენ
28/03/2024
ანალიტიკოსები BTC-სა და ETH-ს ფასების ზრდასა და მომატებულ მერყეობას აანონსებენ

პარასკევს, BTC-სა და ETH-ის ფასიანი ქაღალდების (იგივე “ოფშენების”) ნაწილს ვადა გასდის. ეს პროცესი კვარტლურად ხდება და ის ამჟამად 15.2 მილიარდი დოლარის ღირებულების “ოფშენებს” ეხება. აქედან, BTC-ზე 9,5 მილიარდი – 62% მოდის.

Deribit-ის მონაცემების მიხედვით, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ვადის ამოწურვა ბირჟის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ის ბიტკოინის ყველა შეთანხმებიდან, ოფციონის მიხედვით დადებული კონტრაქტების საერთო რაოდენობის 40%-ზე, ხოლო ეთერიუმის შემთხვევაში 43%-ზე იქონიებს გავლენას.

Deribit-ის კომერციის ოფიცერი, ლუკ სტრიერსი ამბობს, რომ “ამ რაოდენობის კონტრაქტების ვადის ამოწურვა ბაზარზე ზეწოლას შექმნის, რამაც შესაძლოა ფასების მაღლასვლა, თუმცა მომატებული მერყეობა გამოიწვიოს”.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved