არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალი ამბების ოფიციალური სააგენტოს (WAM) მიერ 17 თებერვალს გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, ქალაქ შარჯაში ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის პორტალი შეიქმნა. ბლოკჩეინზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის პორტალი ერთობლივად შეიმუშავეს გარემოს დაცვის, გადამუშავებისა და ნარჩენების მართვის კომპანია Bee’ah – მა და ჰამრიას თავისუფალმა მმართველობის ზონა (HFZA) – მ, რომელიც ქალაქ შარჯის თავისუფალი სავაჭრო ზონის შემადგენელი ნაწილია. განცხადების მიხედვით, პლატფორმა პირველია ქალაქში, რომელმაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია გამოიყენა ტრანზაქციების დამუშავებისა და შენახვის განსახორციელებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმა შეამცირებს მომხმარებლებისათვის HFZA – ს ფარგლებში გაცემული დაბინძურების ნებართვის ხარჯებს და ამავდროულად ნებართვის გაცემის ვადა შემცირდება რამდენიმე დღიდან სულ რაღაც რამდენიმე საათამდე. ამავდროულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა გარიგება მთლიანად უზრუნველყოფილია და არსებითად აღმოფხვრის რაიმე ფორმით ადამიანის მიერ შეცდომის დაშვების ან თაღლითური ქმედების ჩადენის ალბათბას.
Bee’ah – ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგია არამარტო ხელს შეუწყობს ლოგიკურად გამართულ ტრანზაქციებს, არამედ გაზრდის ნდობას მომხმარებლებსა და ოპერატორებს შორის. როგორც Cointelegraph – ი იტყობინებოდა, გასული წლის დეკემბერში არაბთა გაერთანებული საამიროების ცენტრალურმა ბანკმა ახალი კრიპტოვალუტის გამოსაშვებად (ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ტრანზაქციების განსახორციელების მიზნით) საუდის არაბეთის სავალუტო ფონდთან ითანამშრომლა და შედეგად, აღნიშნულ პროექტს იანვრის თვეში სხვადასხვა ქვეყნის ექვსი კერძო ბანკი შეუერთდა. ასევე, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, გაერთიანებული საამიროები გეგმავენ 2019 წლისათვის შეუერთდნენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მქონე მოწინავე ქვეყნების სიას, რასაც ამავდროულად ხელს უწყობს მათ მიერ შემუშავებული ახალი კრიპტოსავალუტო კანონმდებლობა.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/waste-management-firm-launches-blockchain-platform-in-uae-city