ბელარუსიაში შესაძლოა ატომური ენერგიით მომარაგებული ბიტკოინის მომპოვებელი ცენტრი აშენდეს

Home » სიახლეები » ბელარუსიაში შესაძლოა ატომური ენერგიით მომარაგებული ბიტკოინის მომპოვებელი ცენტრი აშენდეს
22/04/2019
ბელარუსიაში შესაძლოა ატომური ენერგიით მომარაგებული ბიტკოინის მომპოვებელი ცენტრი აშენდეს

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ეროვნული სააგენტოს (ბელარუსიის ტელეგრაფის სააგენტო BTA) განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, ადგილობრივი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდის ტრენდების განსახილველად, ქვეყნის IT წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა და ბელარუსიაში მოღვაწე ფინანსური ტექნოლოგიების (fintech) კომპანიებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა შეხვედრის მსველობისას ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით IT ტექნოლოგიებში არსებულ პროგრესსა და მიმდინარე მომვლენებზე და პარალელურად შეხვედრის მონაწილეებს სთხოვდა იდეებზე მუშაობას, რომლებიც სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობენ ხელს. სხვა დანარჩენთან ერთად, ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტი ბიტკოინის (BTC) მომპოვებელი ფერმის დაფუძნებას (აშენებას) აპირებს. Miner Updates – ის განცხადების მიხედვით, ბელარუსის პრეზიდენტი მომპოვებელი ფერმის აშენებას ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს. აღნიშნული ელექტროსადგური სრული დატვირთვით 2019 წლის მეორე ნახევარში ამუშავდება და სადგურის მიმდებარედ საგრძნობლად ვრცელი ადგილი არის გამოყოფილი ბიტკოინის მოსაპოვებელი და სავაჭრო საქმიანობების საწარმოებლად.[1]


[1] წყარო: https://bitcoinmagazine.com/articles/belarus-could-get-nuclear-powered-bitcoin-mining-center/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved