ბიტკოინ მილიონერთა სია 80 ათასით შემცირდა

Home » ბიტკოინი » ბიტკოინ მილიონერთა სია 80 ათასით შემცირდა
30/06/2022
ბიტკოინ მილიონერთა სია 80 ათასით შემცირდა

კრიპტო ბაზარზე მომუშავე ანალიტიკურ კომპანია „ბიტინფოჩარტსის“ (BitInfoCharts) მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, ბიტკოინ (Bitcoin)  მილიონერთა სიას, 80 ათასზე მეტი ინვესტორი გამოაკლდა. მათი მილიონერის სტატუსის დაკარგვა, კრიპტო ბაზარზე მიმდინარე დაღმავალმა ტრენდმა გამოიწვია.

„ბიტინფოჩარტსის“ (BitInfoCharts) მონაცემებით, გასული წლის 12 ნოემბერს, როცა ბიტკოინის (Bitcoin) ფასი რეკორდულ 69 000 დოლარს მისწვდა, ბიტკოინის (Bitcoin)  108 886 ანგარიშ/მისამართზე, 1 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინი (Bitcoin) ინახებოდა.

ამჟამად კი, როდესაც ბიტკოინის (Bitcoin)  ფასი 20 000 დოლარის სიახლოვესაა, ბიტკოინ (Bitcoin) მილიონერთა სიას 26 284 მისამართი შემორჩა. ამგვარად, სია 75 პროცენტზე მეტით არის შეთხელებული. და ეს ცხრა თვის განმავლობაში მოხდა.

ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ სიას გამოკლებულთა ანგარიშებზე შენახული ბიტკოინების (Bitcoin) რიცხვმაც იკლო. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა, თავისი აქტივის ნაწილი გაყიდა კიდეც. მაგრამ მთავარი ფაქტორი ისაა, რომ მათ ხელთ არსებული ბიტკოინების (Bitcoin) ჯამური ფასი მკვეთრად შემცირდა.

ამავე პერიოდში შემცირდა იმ „ვეშაპების“ რიცხვიც, რომელთა ანგარიშზეც 10 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინი (Bitcoin)   ირიცხებოდა. ნოემბერში ასეთი 10 587 მისამართი იყო დაფიქსირებული, ამჟამად კი ამ კატეგორიის ინვესტორთა სია 4 342-მდე არის შემცირებული.

საერთო კლების მიუხედავად, ბაზარს შეემატა 13 ათასზე მეტი მისამართი, რომელზეც ერთი ან მეტი ბიტკოინი ინახება. ამგვარად, ასეთი მისამართების რაოდენობა 860 000-ს ასცდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ინვესტორები, ფასის ვარდნის პერიოდში, ბიტკოინის (Bitcoin) დაგროვებას აგრძელებენ.

ბიტკოინის და მთლიანად კრიპტო ვალუტების ფასების ვარდნას, ბევრი ფაქტორი განაპირობებს, რომლებიც დროში ერთმანეთს დაემთხვა. მათ შორის მთავარია რისკიან აქტივებზე მოთხოვნის კლება, რისი მიზეზიც ასევე რამდენიმეა. მათგან მთავარი ინფლაციის ზრდაა, რის გამოც, ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ. ამ დროს კი ინვესტორები რისკებს ერიდებიან და მომლოდინე პოზიციას იკავებენ.

უფრო მეტიც, გლობალურ ბაზრებზე არსებული გაურკვევლობის ფონზე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით, ფასების ვარდნა უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ადრე იყო ნავარაუდები.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved