დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ირანსა და აშშ-ს შორის არსებულ ვითარებაზეა მიპყრობილი. ამ მოვლენების ფონზე, საინტერესოა რა სიტუაციაა ბირჟებზე?
კვირის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი ზრდას განიცდიდა, $8,000-დოლარიან ნიშნულს გაცდა და 5.85%-იანი ზრდის შემდეგ დღეს მისი ყიდვა $8,346-ად შეგიძლია.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ კრიპტოსავალუტო ბაზრისთვის ირანისა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობა ხელსაყრელ სიტუაციას ქმნის, რადგან ინვესტორებისთვის კრიპტოვალუტა, ასე ვთქვათ, უსაფრთხო ტერიტორიაა მისი დეცენტრალიზებული ბუნებიდან გამომდინარე.
ბიტკოინთან ერთად, ალტკოინებიც გამოცოცხლდნენ და სრულიად მოსალოდნელია, ხარული ტრენდი ისევ გაგრძელდეს.
ეთერიუმის ფასი 1.63%-ით გაიზარდა და დღეის მდგომარეობით $144.6-ია. თუ ხარები შეძლებენ მისი ფასის $150 ზემოთ აწევას, შემდეგი სამიზნე $200-ია.
რიპლის ფასი უმნიშვნელო, 0.45%-იან ზრდას განიცდის და მისი ყიდვა დღევანდელი კურსით $0.2125-ად შეგიძლია.
ჯამში, კრიპტოსავალუტო ბაზრის კაპიტალიზაცია $218 მილიარდია, რომლის 68,9%-ს ბიტკოინის კაპიტალიზაცია შეადგენს.
წყარო: https://myc.ge/2QyMDbH