მარკეტზე #1 კრიპტოვალუტა, ბიტკოინი (BTC), ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ≈14%-ით გაიზარდა და მის უმაღლეს ნიშნულს $64,670 მიაღწია.
ბოლო დღეების განმავლობაში, კრიპტოვალუტის ფასის ზრდის ფონზე, ვხედავთ, რომ 2021 წლის დაწყებიდან დღემდე, ბიტკოინის (BTC) ფასი 118%-ით გაიზარდა. ყოველივე ეს კი ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა იმ კრიპტომოყვარულთათვის, ვინც ბიტკოინი (BTC) წლის დასაწყისში ან იქამდე შეიძინა.
მარკეტზე #1 კრიპტოვალუტის ფასი სულ რაღაც ერთი წლის წინ – 2020 წლის აპრილში, მხოლოდ და მხოლოდ $7,000 შეადგენდა, დღეს კი მისი ფასი რეკორდულ მაჩვენებელს $64,670-ს აღწევს.
შედარებით მცირე, მაგრამ არანაკლებ პოპულარული კრიპტოვალუტების – დოჯქოინის (DOGE) და რიპლის (XRP) ფასებიც საგრძნობლად გაიზარდა ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში.
რიპლის (XRP) ღირებულებამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში $0.57-დან, 2018 წლის შემდეგ მის უმაღლეს ნიშნულს, $1.93-ს მიაღწია და ექსპერტების თქმით, კიდევ გააგრძელებს ზრდას.
ხოლო, ხუმრობიდან ნამდვილ კრიპტოვალუტად ქცეული – დოჯქოინის (DOGE) ფასი მის უმაღლეს ნიშნულს $0,14-ს აღწევს, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 96% ზრდას ნიშნავს.
ექსპერტების თქმით, 2021 წელი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული იქნება, როგორც ბიტკოინის (BTC), ასევე რიპლისა (XRP) და დოჯქოინისთვის (DOGE).
შენ რას ფიქრობ, რომელი კრიპტოვალუტაა ყველაზე პერსპექტიული 2021 წელს?