Grayscale-ის მიერ დეკემბრის თვეში გამოქვეყნებული რეპორტის მიხედვით, ბიტკოინით დაინტერესებული ინვესტორების 43% ქალია.
კვლევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 25-წლიდან 64 წლამდე 1,100 ინვესტორს შორის ჩატარდა, რომლებიც მინიმუმ $10,000-ის ინვესტირებულ აქტივებს ფლობდნენ.
ზოგადად, კვლევების უმეტესობა მიუთითებს, რომ კრიპტოვალუტების სამყაროთი მამაკაცები მეტად არიან დაინტერესებული. მაგალითად, Google Analytics-ის 2019 წელს გამოქვეყნებული რეპორტის მიხედვით, ბიტკოინის ირგვლივ თავმოყრილი საზოგადოების 90% მამაკაცია. რეპორტში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მართალია, მამაკაცები პროცენტულ უპირატესობას ფლობენ, თუმცა ქალბატონებსაც საკმაოდ ჯანსაღი ინტერესი აქვთ კრიპტოვალუტების მიმართ და მათი რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
კვლევის თანახმად, ქალების 56.2%-ი და კაცების 56.4%-ი ხედავს კრიპტოვალუტებში ზრდის შესაძლებლობებს. ამავდროულად, ქალების 47%, ხოლო მამაკაცების 39% ფიქრობს, რომ ბიტკოინის ყიდვისთვის შესაფერისი დროა, რადგან მისი ფასი კვლავ აუცილებლად გაიზრდება.
რეპორტში ნაჩვენებია მოტივაციებს შორის განსხვავებაც კრიპტოვალუტების ყიდვასთან დაკავშირებით. ქალების 60%-ისთვის მიზანი ოჯახის დაცვა და ფინანსური სტაბილურობაა, ვიდრე უეცარი გამდიდრება, როცა მამაკაცების მხოლოდ 48% იზიარებს ამ ხედვას.
იმის მიუხედავად, რომ Grayscale-ის რეპორტი ბიტკოინში ორივე სქესის წარმომადგენლებისგან თითქმის თანაბარ ინტერესს აჩვენებს, ბოლოდროინდელი კვლევების უმეტესობა მამაკაცების მეტ ჩართულობაზე მიუთითებს, თუმცა ფაქტია, რომ სულ უფრო იზრდება ამ კუთხით დაინტერესებული ქალბატონების რაოდენობაც.
საინტერესოა, როგორ შეიცვლება მონაცემები 2020 წელს?
წყარო: https://myc.ge/2NenLE5