ბიტკოინის (BTC) ვეშაპები გემბანს ტოვებენ

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ვეშაპები გემბანს ტოვებენ
11/05/2022
ბიტკოინის (BTC) ვეშაპები გემბანს ტოვებენ

ბიტკოინის (BTC) ბაზარმა სრულად დაკარგა ის მოგება, რომელიც იანვრის შემდეგ მიიღო. კომპანია „გლასნოუდის“ ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის მსხვილი მფლობელები (ვეშაპები) სულ უფრო მეტ ბიტკოინს (BTC) რიცხავენ გაცვლით პლატფორმებზე.

ბიტკოინის (BTC) ვეშაპების რიცხვიც მცირდება და წლის დასაწყისის მაჩვენებელს უახლოვდება. იმავდროულად, გაცვლით პლატფორმებზე მოზიდული ბიტკოინების (BTC) რიცხვი ბოლო სამი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს უახლოვდება.

„გლასნოუდი“ დაღმავალი (დათვური) ტრენდის რამდენიმე ინდიკატორს ასახელებს, რომელთა შორისაც გამოჰყოფს იმ ვეშაპების რიცხვის კლებას, ვის საფულეზეც, 1000 ან მეტი ბიტკოინი (BTC) ირიცხებოდა. გარდა ამისა, გაცვლით პლატფორმებზე, 1.7 მილიონზე მეტი კოინი გადაირიცხა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაცვლით პლატფორმებზე ბიტკოინის (BTC) გადარიცხვის პროცესის ინტენსივობა იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ვეშაპები ბაზრიდან სრულად, ან ნაწიობრივ გასვლას ცდილობენ, რადგან ხანგრძლივი დაღმავალი ტრენდის მოლოდინში არიან.

„კოინტელეგრაფის“ ვარაუდით, ბიტკოინის (BTC) მიმდინარე გაყიდვები და ფასის კლება, დიდწილად, მოკლევადიანი ტრეიდერების მიერ, მათ ხელთ არსებული ბიტკოინების (BTC) ინტენსიური გაყიდვებით არის გამოწვეული. ეს ტრეიდერები, ბიტკოინს (BTC) იანვარ-თებერვლიდან აგროვებდნენ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 34 800 დოლარამდე იყო დაცემული.

ბაზრის არახელსაყრელი პერსპექტივის ფონზე, რომელიც სტატისტიკაზეა დამყარებული, ბიტკოინის (BTC) ეგრეთ წოდებული შიშის და სიხარბის ინდექსი 11-მდე არის შემცირებული, რაც ექსტრემალურ მაჩვენებლად ითვლება. ყველაფრის მიუხედავად, ეს გარემოება ბიტკოინის (BTC) დღიური გადარიცხვების მოცულობაზე არ ასახულა. მაგალითად, კვირას შესრულებული ტრანზაქციების რიცხვი 233 892 იყო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 30 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ბაზარზე დაღმავალი ტრენდი ჯერჯერობით შენარჩუნდება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved