ბიტკოინის (BTC) ღირებულება კვლავ $50,000-ს ასცდა!

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ღირებულება კვლავ $50,000-ს ასცდა!
23/08/2021
ბიტკოინის (BTC) ღირებულება კვლავ $50,000-ს ასცდა!

ბიტკოინი (BTC) $50,000-ს გადასცდა, რითაც მისი ღირებულების, ბოლო 3 თვის, უმაღლესი ნიშნული დააფიქსირა. ექსპერტების აზრით, მსგავსი ფასის მატება, შესაძლოა მარტივად ნიშნადვეს Bear Market-ის დასასრულს და კრიპტო სამყაროსთვის ახალი Bull Run-ის დაწყებას.

მარკეტზე #1 კრიპტოვალუტა, საკუთარ ბოლო დროის უმაღლეს ნიშნულს კვირა დღეს მიუახლოვდა და $50.296 დააფიქსირა.

ბიტკოინის (BTC) ყველაზე მაღალი ნიშნული აპრილის თვეში იყო, როდესაც კრიპტოვალუტა $64,000 ნიშნულს გადასცდა, რის შემდეგაც, ივნისის თვეში, დიდი ვარდნა განიცადა და $30,000-მდე ჩამოვიდა.

ბოლო დროის მანძილზე, ბიტკოინის (BTC) მსგავსად იზრდებიან სხვა კრიპტოვალუტებიც. ეს ყველაფერი კი, კრიპტომოყვარულთა აზრით, კრიპტო მარკეტის გაზრდის ახალი ტალღის დასაწყისია.

How_to_buy_bitcoin

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიც ბიტკოინია, 2021 წლის ბოლოს შესაძლოა $100,000 ნიშნულსაც გადასცდეს და წლის ბოლოსკენ ახალი რეკორდები დაამყაროს.

შენ რას ფიქრობ, სადამდე ავა ბიტკოინის (BTC) ღირებულება 2021 წლის ბოლოს?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved