ბიტკოინის ზრდამ, პოზიტიურმა მაკრო პროგნოზებმა და რესპუბლიკური პარტიის ირგვლივ შეცვლილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კრიპტოში bull განწყობები დააბრუნა. ახლა, “ტრეიდერები” და კრიპტო-ანალიტიკოსები ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ქოინის ფასის 68 000$-მდე გაზრდას წინასწარმეტყველებენ. უფრო ოპტიმისტები, კი 70 000$-იან ნიშნულსაც ელიან.
“შესაძლოა, ბიტკოინის ფასმა 120 დღიანი საშუალო მაჩვენებელი დაიჭიროს, შემდეგ კი 70 000$-მდეც კი გაიზარდოს, თუმცა ფედების გადაწყვეტილებებსა და Mt.Gox-ისგან გამოწვეულ შედეგებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.” – განაცხადა Coindesk-თან საუბრისას ლუსი ჰუმ, რომელიც Metaplha-ს ანალიტიკოსია. ჰუმ აღნიშნა ისიც, რომ “ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებამ ბაზარი წაახალისა, რადგან მისი არჩევანი მომავალი, კრიპტომეგობრული ადმინისტრაციის იმედს აჩენს.”
შეგახსენებთ, ბოლო თვეში ბიტკოინის მერყეობას ბაზარზე ძირითადად გერმანიის მიერ დიდი რაოდენობით BTC-ის გაყიდვა და Mt. Gox-ის კრედიტორების ზარალის ანაზღაურება იწვევდა. Mt.Gox-ის ფაქტორს კიდევ შეუძლია ბაზარზე გავლენის მოხდენა, ხოლო რაც შეეხება გემანულ მხარეს, მათ უკვე სრულად დაცალეს კრიპტოსაფულე.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, Bull განწყობას პოლიტიკური კონტექსტიც აქვს: ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიდი ვანსი დაასახელა, რომელიც კრიპტომეგობრული ფიგურად ითვლება.