ბიტკოინის ETF პროდუქტებმა ნეგატიური სვლა დაიწყეს

Home » სიახლეები » ბიტკოინის ETF პროდუქტებმა ნეგატიური სვლა დაიწყეს
26/01/2024
ბიტკოინის ETF პროდუქტებმა ნეგატიური სვლა დაიწყეს

ჩაშვებიდან პირველად, ბიტკოინის spot ETF პროდუქტები ნეგატიურად მოძრაობენ. Grayscale-ის GBTC-დან გადინება გრძელდება და სხვა პროდუქტებში, (მაგალითად, BlackRock-ის IBIT-სა და Fidelity-ს FBTC-ში) შესული თანხა, მის დასაბალანსებლად საკმარისი აღარ არის.

Bloomberg-ის ანალიტიკოსის, ჯეიმს სეიფარტის ცნობით, ბიტკოინის 10-ვე spot ETF-მა, ერთად (მათ შორის GBTC-მ) ოთხშაბათს 158 მილიონი დოლარი დაკარგა. რა თქმა უნდა, 1 დღის მონაცემი არაფერს ამტკიცებს, თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, მცირდება იმ ტოკენების რაოდენობაც, რომელიც ETF პროდუქტებს “უჭირავს”.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ETF რომელსაც უარყოფითი მაჩვენებლები აქვს GBTC-ია. თუმცა მისი უკუსვლის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ახალი ETF პროდუქტები მაჩვენებელს ვერ აბალანსებენ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved