ცნობილმა ინვესტორმა, ჯიმ როჯერსმა კრიპტოსამყაროს თავისი შეხედულებები გაუზიარა კრიპტოვალუტების მზარდ გამოყენებასა და მთავარობების ამ ფაქტთან დამოკიდებულებას შორის. მისი პროგნოზით, ცენტრალური ბანკები არ მისცემენ საშუალებას კრიპტოვალუტებს, როგორც არაკონტროლირებად ფულს, გადახდების ალტერნატიული საშუალება გახდნენ.
,,თუ კრიპტოვალუტა წარმატებით შეცვლის ფულს, მთავრობები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის არალეგალურად სცნონ. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოების ფასეულობა საგრძნობლად შემცირდება”. – ამბობს როჯერსი.
,,მთავრობა ყველაფრის ცოდნას მოისურვებს. კონტროლირებადი ციფრული ფული გადარჩება, მთავრობის კონტროლის გარეშე არსებული ვირტუალური ვალუტა კი ამას ვერ მოახერხებს”
მართალია, როჯერსი კრიპტოვალუტების მომავალზე არც ისე პოზიტიურად არის განწყობილი, თუმცა ფაქტია, ბევრი ინსტიტუციური ინვესტორი სულ უფრო დაინტერესებულია ამ აქტივების კლასში ინვესტირებით.
Fidelity Digital Assets-ის ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ევროპასა და აშშ-ს 800-მდე ინსტიტუციონალურ ინვესტორს ეხებოდა დაადგინა, რომ მათი 80% კრიპტოვალუტას მიმზიდველად მიიჩნევს, ხოლო 60%-ის პორტფელში კრიპტოვალუტებს თავიანთი ადგილი აქვთ. Grayscale Investments-იც ასევე ხედავს კრიპტო ინვესტიციებზე მზარდ მოთხოვნას.
მეტი: https://bit.ly/380EGDe