ბიტკოინის ფასი 2021 წლისთვის $100,000-ს მიაღწევს – Twitter გამოკითხვა

Home » სიახლეები » ბიტკოინის ფასი 2021 წლისთვის $100,000-ს მიაღწევს – Twitter გამოკითხვა
14/08/2020
ბიტკოინის ფასი 2021 წლისთვის $100,000-ს მიაღწევს – Twitter გამოკითხვა

Twitter-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ახლახანს ჩაატარა წამყვანმა კრიპტო ექსპერტმა PlanB-მ, ბიტკოინის (BTC) ინვესტორების 51% მიიჩნევს, რომ ყველაზე ძვირფასი კრიპტო აქტივის ფასი 2021 წლის დეკემბრამდე $100,000-ს მიაღწევს.

ივლისის დასაწყისში კრიპტო ექსპერტმა გამოკითხვა Twitter-ის პირად გამომწერებს შორის ჩაატარა და იკითხა, ბიტკოინის ფასის რა ნიშნულს ელოდებოდნენ ისინი 2021 წლის ბოლოსთვის. შედეგების მიხედვით, კრიპტომოყვარულების 23% თვლის, რომ ფასი $100,000 გახდება, 17%-მა მიუთითა $288,000. ასევე 17%-ის აზრით, ბიტკოინის ფასი $55,000-ს მიაღწევს, 43%-მა კი $55,000-ზე დაბალი ნიშნული იწინასწარმეტყველა.

საინტერესოა, რომ PlanB-მ იგივე გამოკითხვა აგვისტოს პირველ კვირაშიც გააკეთა, სადაც ფასის მატებასთან მიმართებაში გაზრდილი მოლოდინები დაფიქსირდა. $100,000-იან ნიშნულზე ახალ გამოკითხვაში უკვე 29%, $55,000-ზე დაბალზე კი მხოლოდ 30% მიანიშნებდა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის ამჟამინდელი ხარული ტრენდის წყალობით ინვესტორების გარკვეულმა ნაწილმა აზრი შეიცვალა და მათ უფრო მაღალი მოლოდინები გაუჩნდათ, ბიტკოინს კი საშუალება აქვს დაამტკიცოს, რომ ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ლეგიტიმური აქტივია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved