ბიტკოინის ფასი 3,6%-ით გაიზარდა. ალტკოინებში სოლანა დაწინაურდა

Home » სიახლეები » ბიტკოინის ფასი 3,6%-ით გაიზარდა. ალტკოინებში სოლანა დაწინაურდა
29/11/2023
ბიტკოინის ფასი 3,6%-ით გაიზარდა. ალტკოინებში სოლანა დაწინაურდა

ამ კვირაში ETF ოპტიმიზმი დაბრუნდა, რაც კრიპტოვალუტის ფასზე დადებითად აისახა. ბიტკოინი გასულ 24 საათში 3,6%-ით გაიზარდა. თუმცა, ზრდის უფრო შთამბეჭდავი მონაცემები layer-1-ზე დაფუძნებულ სოლანას (SOL) აქვს. Coingecko-ს მონაცემებით, ალტკოინი გასულ 24 საათში 11,8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, წინა კვირის დანაკარგებიდან მშვენიერი “ქამბექი” გამოუვიდა.

გაიზარდა სხვა ალტკოინების ფასიც, მაგალითად, ტრონისა და კარდანოს კრიპტოვალუტების ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა. კრიპტოსამყარო Bearmarket-ში აღარაა და ETF პროდუქტი Bullrun-ისკენ მიმავალ გზაზე მთავარი გარდამტეხი უნდა გახდეს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved