ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის მოპოვება ახლა უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე ოდესმე

Home » სიახლეები » ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის მოპოვება ახლა უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე ოდესმე
01/07/2019
ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის მოპოვება ახლა უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე ოდესმე

Blockchain.com-ის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის (BTC) მოპოვების სირთულემ თავის პიკს მიაღწია, რაც მომპოვებლებს შორის ბლოკებიდან მიღებულ ჯილდოებზე გაზრდილი კონკურენციის შედეგია. მოპოვების სირთულემ, რომელიც კორექტირდება ქსელის ე.წ. ჰეშის განაკვეთით თითეული 2016 ბლოკისათვის, 7.86 ტრილიონს მიაღწია, რომელიც ბოლო მონაცემებით ახალ რეკორდს წარმოადგენს და საგრძნობლად უსწრებს 2018 წლის ოქტომბერში დაფიქსირებულ მაქსიმალურ მაჩვენებლს. ჰეშის განაკვეთი, რომელიც წინა კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებდა, ოდნავ შემცირდა და წამში 56 კვინტილიონ (1018) ჰეშს მიუახლოვდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომპოვებელთა კონკურენცია ახალი ბლოკებისათვის, ისევე როგორც მთლიანად ბიტკოინის ქსელის უსაფრთხოებისათვის არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი. როგორც Cointelegraph-ი იტყობინებოდა, მსგავსი ტიპის მონაცემები ე.წ. ქსელის მეტრიკას (საზომ ერთეულს) წარმოადგენენ, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ანალიტიკოსებსა და ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ბაზრებში კრიპტოვალუტებისადმი ნდობის ხარისხის მატებას (რაც ამავდროულად ასახულია 2018 წლის ბოლო კვარტალიდან 2019 წლის ბოლო პერიოდის ფასების სწრაფ ზრდის ტემპში).

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაც ჰეშის განაკვეთმა დააფიქსირა 32 კვინტილიონ ჰეშს შეადგენდა, რაც 2019 წლის აგვისტოს ყველაზე მაღალი განაკვეთიდან (61 კვინტილიონი) საგრძნობ ვარდნას წარმოადგენდა. მომავალში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, რაც ბლოკიდან მიღებული ჯილდოს განახევრებას მოიცავს (დაგეგმილია 2020 წლის მაისში), შესაძლოა საგრძნობლად იქმოქმედოს მომპოვებლების განწყობაზე და ფასებიც განწყობის შესაბამისად დაკორექტირდეს. ამ წლის დასაწყისში კრიპტო ჰეჯირების ფონდის Pantera Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, აღნიშნული მოვლენის შედეგები შესაძლოა უფრო ადრე გამომჟღავნებულიყო და კრიპტოვალუტების ფასები ერთი წლით ადრე გაზრდილიყო. კვლევის თანახმად, გარდატეხის წერტილები 2012 და 2016 წლების ე.წ. მიღებული ჯილდოს „განახევრებიდან“ 376 და 320 დღით ადრე გამოჩნდნენ. მათი საშუალოს გამოანგარიშებით, რომელიც 348 დღეს შეადგენს, კომპანიის პროგნოზის მიხედვით, 2019 წლის გარდატეხის წერტილი სავარაუდოდ სათავედ 10 ივნისს აიღებს.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/bitcoin-mining-is-now-more-competitive-than-ever-new-data-shows

© 2020 MyCoins.ge all rights reserved