გაიმეორებს თუ არა მატიკი (Matic) შარშანდელ აღმასვლას?

Home » ბლოგი » გაიმეორებს თუ არა მატიკი (Matic) შარშანდელ აღმასვლას?
11/05/2022
გაიმეორებს თუ არა მატიკი (Matic) შარშანდელ აღმასვლას?

გასული წლის ივლისში, მინიმუმის დაფიქსირების შემდეგ, პოლიგონის მატიკმა (Matic) შემობრუნება შეძლო, რასაც წლის ბოლოსთვის 275-პროცენტიანი ზრდა და ამ კრიპტოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი ფასის (2.88 დოლარი) დაფიქსირება მოჰყვა. ასეთ მკვეთრ ზრდას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ პოლიგონი მეტა-ს პარტნიორი გახდა.

ამჟამად მატიკი ისევ უახლოვდება იმ დონეს, საიდანაც შარშან მისი ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა დაიწყო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ველოდოთ იმავე დონიდან, შარშანდელი შემობრუნების გამეორებას?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამჟამად განსხვავებული ფუნდამენტური ფონია შექმნილი. შარშან ბევრი რამ იმ გარემოებამ განსაზღვრა, რომ ეთერიუმის (Ethereum) ტრანზაქციების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას მოჰყვა ის, რომ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFI) პოპულარულმა აპლიკაციებმა, როგორებიცაა დეცენტრალიზებული გაცვლითი პლატფორმა სუშისვოპი, ლიკვიდურობის სერვისი კურვი და საკრედიტო პლატფორმა აავე, თავიანთი ოპერაციებისთვის, პოლიგონის ქსელის გამოყენება დაიწყეს.

მაგრამ ამჟამად ბაზარზე სრულიად განსხვავებული ფაქტორები მოქმედებს. მათგან მთავარი ისაა, რომ შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების პროცესი დაიწყო. გარდა ამისა, ფედრეზერვი მალე მის მფლობელობაში დაგროვილი უზარმაზარი აქტივის (რომლის ღირებულებაც 9 ტრილიონ დოლარს აღწევს) შემცირებას დაიწყებს.

აღნიშნული გარემოება, რისკიან აქტივებზე მოთხოვნის კლებას იწვევს. და ასეთ აქტივებს შორის, კრიპტო ვალუტებიცაა, მათ შორის, პოლიგონის მატიკიც.

მაშველი რგოლის როლის შესრულება, მეტასთან თანამშრომლობის გაღრმავებას შეუძლია. როგორც პოლიგონის მთავარმა აღმასრულებელმა რაიან უოტმა განაცხადა, მისი კომპანია მეტას ფეისბუკისა და ინსტაგრამისთვის, არაგაცვლადი ტოკენების (NFT) შემუშავებას დაიწყებს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved